ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა
28 აპრილი 2025
 

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა.
სხდომაზე წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების დაზუსტებულმა გეგმამ 401 724,7 ათასი ლარი შეადგინა, ფაქტიურმა შესრულებამ - 446 941,6 ათასი ლარი. ბიუჯეტის გადასახდელების დაზუსტებულმა გეგმამ შეადგინა 460 224,7 ათასი ლარი, ფაქტიურმა შესრულებამ კი - 412 598,0 ათასი ლარი.
საერთო ჯამში, 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელმა 90 % შეადგინა, მათ შორის:
განათლების მიმართულებით 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების მაჩვენებელი 88,1 პროცენტია;
კულტურის, ახალგაზრდობის ხელშეწყობისა და სპორტის მიმართულებით - 91, 8 %;
ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით - 90,1 %;
სანიტარული ზედამხედველობისა და ეპიდსიტუაციის მართვის მიმართულებით - 99,4%;
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით - 88.2%;
ქალაქის დასუფთავების, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით კი - 94.0%.
2024 წელს პრიორიტეტული იყო ქალაქის განვითარებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსება, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
სხდომაზე ასევე განიხილეს ,,ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების და სათადარიგო ნაწილების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საკრებულოს 2025 წლის 27 თებერვლის განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხი. ცვლილების მიხედვით, სათადარიგო ნაწილების დანართი განახლებული სახით ჩამოყალიბდება.
სხდომაზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით განსაკარგი ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის განსაზღვრის თაობაზე. კერძოდ, პროექტის მიხედვით, ქალაქის ტერიტორიაზე ელექტრომობილის დასამუხტი აპარატების განთავსებასთან დაკავშირებით, სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ 2025 წლის შეფასებიდან გამომდინარე, ქონების შემდგომში განკარგვის მიზნით იგეგმება წლიური სარგებლობის საფასურის განსაზღვრა 16 000,0 (თექვსმეტი ათასი) ლარის ოდენობით.
კომისიის წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს მორიგ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.
სხდომას საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა.
ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა ხვალ, 29 აპრილს, 11 საათზე გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 21
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები