2025 წლის 31 მარტს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი თავდგირიძემ და ქალაქის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს მოადგილესთან რამაზ ჯინჭარაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ,,ახალგაზრდების ინიციატივების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული ,,გაეროს მოდელირების“ პროექტის მონაწილეები დააჯილდოვეს.
საგანმანათლებლო როლური პროექტი ,,გაეროს მოდელირება ბათუმში“ მიმდინარე წლის 30 მარტს დაიწყო. პროექტით გათვალისწინებული აქტივობების ძირითად მიზანს ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის პრინციპების გაცნობა, კრიტიკული აზროვნებისა და არგუმენტირებული დისკუსიის, ასევე კომუნიკაციის, მოლაპარაკებებისა და საჯარო გამოსვლის უნარების გაუმჯობესება წარმოადგენდა.
მოდელირება მოიცავდა გაეროს კომიტეტების მუშაობის სიმულაციას, გლობალური პრობლემების განხილვას და მათზე გადაწყვეტილებების შემუშავებას, დელეგატებისთვის კვლევის, გუნდური მუშაობისა და დოკუმენტების წერის პრაქტიკის გაზიარებას.
პროექტის მონაწილეებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა სასაჩუქრე ვაუჩერები, სერტიფიკატები და სიმბოლური პრიზი გადასცეს.