ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ინფრასტრუქტურული სამუშაოები
26 მარტი 2025
 

საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე მინდია გოგუაძე და ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, ვიცე-მერთან ნუკრი დეკანაძესთან და მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, 10 000 კვმ-ზე, რეკრეაციული სივრცის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც ახალი დასასვენებელი გარემო შეიქმნება.
გათვალისწინებულია არსებული მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია და ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა. სკვერში მოეწყობა საბავშვო და სპორტული ზონები, რეაბილიტირდება არსებული განათების სისტემა და დამონტაჟდება დეკორატიული სანათები, ასევე განხორციელდება გამწვანების სამუშაოები.
პროექტის დასრულება მიმდინარე წლის მაისის ბოლომდე იგეგმება, რისთვისაც ბათუმის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 800 ათას ლარამდეა გამოყოფილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ უკვე დასრულდა სკვერის მოწყობა ფრიდონ ხალვაშის გამზირის #320-ის მიმდებარედ, სადაც განთავსდა ატრაქციონები, ტრენაჟორები, ფანჩატურები და საბაღე ინვენტარი, დაიგო დეკორატიული ფილები, მწვანე კორდი და დამონტაჟდა გარეგანათების სიტემა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 43
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები