ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ღონისძიება
24 მარტი 2025
 

ბათუმის საკრებულოს წევრი რიჩარდ სირაბიძე, ქალაქის მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მიერ ბაკურიანში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
,,ლიდერთა სკოლის" ღონისძიების ფარგლებში პანელურ შეხვედრაზე თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს თავიანთი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს. მოისმინეს, განიხილეს და დაგეგმეს ლიდერთა სკოლის ფარგლებში, მონაწილეების მიერ ინიცირებული პროექტები. თავის მხრივ, ახალგაზრდები დაინტერესდნენ იმ სერვისებით, რომელთაც მათ სახელმწიფო სთავაზობს.
ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებს ლიდერთა სკოლაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და ბრიტანული ცენტრის სასწავლო კურსის -20%-იანი ფასდაკლების ვაუჩერები გადაეცათ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 67
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები