2025 წლის 27 თებერვალს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმში გრძელდება სკვერებისა და პარკების მოწყობა
12 თებერვალი 2025
ბათუმში გრძელდება სკვერებისა და პარკების მოწყობა.
დასრულდა სკვერის რეაბილიტაცია გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის მიმდებარედ.
სკვერში მოეწყო საბავშვო, სპორტული და დასასვენებელი სივრცეები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გალაკტიონ ტაბიძის ძეგლსა და კვარცხლბეკს. ასევე სრულად განახლდა განათების სისტემა, განთავსდა საპარკო ინფრასტრუქტურა და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. პროექტის ღირებულებამ 650 ათასი ლარი შეადგინა.
ამ ეტაპზე ბათუმში 4 სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ხოლო წლის ბოლომდე ჯამში 20 სკვერის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდება.
მნახველთა რაოდენობა: 55
ბმულები