ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
სარეაბილიტაციო სამუშაოები
09 თებერვალი 2025
 

ბათუმში, რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო.
დღეს საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი თავდგირიძემ, ქალაქის მერთან არჩილ ჩიქოვანთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან ერთად სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტი გულისხმობს არსებული ქვაფენილის ჩანაცვლებას სამფენიანი ასფალტის საფარით. მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები, ტროტუარი, ბორდიურები, გზაგამყოფი ზოლი მწვანე საფარითა და დეკორატიული ნარგავებით, უსაფრთხოების კუნძულები, შუქნიშნები და საგზაო ნიშნები.
სამუშაოების განმავლობაში, მაისის ბოლომდე მუნიციპალური ავტობუსები შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებენ. ასევე, ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა ნინოშვილის, გრიბოედოვისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე. ხოლო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა რუსთაველის ქუჩაზე - ალექსანდრე გრიბოედოვისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებს შორის მონაკვეთში.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 51
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები