2025 წლის 27 თებერვალს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
დღეს საფუძველი ჩაეყარა ,,ოცნების ქალაქის” მეორე ეტაპის მშენებლობას.
მშენებლობის საფუძვლის ჩაყრასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ღონისძიებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
,,ოცნების ქალაქის” მეორე ეტაპის ფარგლებში, 19 407 კვადრატულ მეტრ ფართობზე აშენდება 9 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი. ახალი ბინები სრულად იქნება აღჭურვილი გაზმომარაგების, წყლის, წყალარინების ინფრასტრუქტურით. ახალ ეტაპზე ასევე იგეგმება სკოლის, საბავშვო ბაღის, რეკრეაციული ზონების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ,,ოცნების ქალაქის" მშენებლობა მთავრობის სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი გამორჩეული მიღწევა და უპრეცედენტო სოციალური პროექტია.
პროექტი 2028 წელს დასრულდება, 1077 ოჯახი მიიღებს ახალ უსაფრთხო საცხოვრისს.