2025 წლის 31 მარტს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან ერთად საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა გახსნა.
საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე დამონტაჟდა სპორტული განათება, ტაბლო და გახმოვანების სისტემები. სპორტულ ობიექტში ფუნქციონირებს საკონფერენციო და ქორეოგრაფიული დარბაზები, მწვრთნელთა და მსაჯთა ოთახები, გასახდელები და სველი წერტილები.
ტრიბუნები გათვლილია 1500 მაყურებელზე.
არენა 9 თებერვლიდან 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას უმასპინძლებს. კომპლექსს მომავალი წლიდან ექნება შესაძლებლობა სრული დატვირთვით უმასპინძლოს საერთაშორისო შეჯიბრებებს ფიგურულ და ციგურებზე მასობრივ სრიალში, ასევე ყინულის და საწყლოსნო სპორტულ სახეობებში.
კომპლექსი, ყინულის არენასთან ერთად, საცურაო აუზსაც მოიცავს, რომელიც ფუნქციონირებას წლის ბოლომდე დაიწყებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 53 943 280 ლარს შეადგენს.