ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია
28 იანვარი 2025
 

საკრებულოში იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 21 საკითხის კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე იმსჯელეს და თითოეულ მათგანზე დადებითი რეკომენდაცია გასცეს.
კომისიამ ასევე, განიხილა აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურულ წესში ცვლილების შეტანის თაობაზე საკითხი. აღნიშნული ცვლილება ხორციელდება საკრებულოს სამართლებრივი აქტის საქართველოს კანონებთან - „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა” და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ შეტანილ მუხლობრივ და ტერმინოლოგიურ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
კომისიის სხდომაზე დღესვე განხილულ იქნა ცვლილება, რომლის მიხედვითაც უნდა განისაზღვროს იმ პირთა წრე, რომლებიც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასა და სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე არიან უფლებამოსილი.
კომისიის სხდომას იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით მახარაძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 104
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები