2025 წლის 29 იანვარს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრებმა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფის განსაზღვრის შესახებ დადგენილების პროექტში ცვლილების შეტანის თაობაზე საკითხი განიხილეს.
კერძოდ, იგეგმება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, „FORD TRANSIT”-ის მარკის M2 კატეგორიის მიკროავტობუსებით N20, 21, 22, 26, 26ა, 27 და 33 მარშრუტებზე, მგზავრთა 100%-იანი უფასო ტარიფის დაწესება ცალკეულ კატეგორიებზე: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლები და მოსწავლეები; სტუდენტები; იძულებით გადაადგილებული პირები; პენსიონერები; საბავშვო ბაღებისა და ბიბლიოთეკების თანამშრომლები; პროფესიული კოლეჯის "Black sea" თანამშრომლები, სოციალური სააგენტოს თანამშრომლები, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მანდატურები; სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობის და მხარდაჭერის სერვისების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონული ცენტრის ბენეფიციარები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის ბენეფიციარები; ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; 0-70 000 ქულის მქონე ბენეფიციარები; მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები. ზემოაღნიშნული ცვლილების შესაბამისად, დაკორექტირდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სოციალური უზრუნველყოფის“ პროგრამით განსაზღვრული „მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის სუბსიდირების“ ქვეპროგრამაც.
სხდომაზე წარმოდგენილ საკითხს საკრებულოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი და მისი განხილვა მორიგ სხდომაზე მიზანშეწონილად