2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოში განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა მოისმინეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიის 2024 წლის სამოქმედო გეგმის 9 თვის მონიტორინგის ანგარიში, ასევე - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ 2020-2024 წლებში სკოლამდელი განათლების მიმართულებით გახორციელებული ორი თემატური მოკვლევის ანგარიში და რეკომენდაციების ის ნაწილი, რომლებიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ეხება.
სხდომაზე ასევე განიხილეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციებიდან შემოსული რამდენიმე კორესპონდენცია, რომელთა უმეტესობა, დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.
სხდომას განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნატალია ძიძიგური უძღვებოდა.