ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა
22 ნოემბერი 2024
 

საკრებულოს ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე ბათუმის მიმდინარე წლის კორექტირებული ბიუჯეტის საკითხზე იმსჯელეს.
სხდომაზე წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ხორციელდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2024 წლისათვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების და გასაწევი გადასახდელების ნუსხის დამტკიცება საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. კერძოდ, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის გადასახდელების საერთო მოცულობა არ იცვლება, ცვლილებები განხორციელდა მხოლოდ ცალკეულ საბიუჯეტო პროგრამებში/ქვეპროგრამებში;
სხდომაზე განიხილეს განკარგულების პროექტი, რომელიც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირად/ოჯახად რეგისტრაციისათვის დადგენილი კრიტერიუმების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შექმნას ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, სამუშაო კომისია, რომელიც მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენელთა მონაწილეობით და აგრეთვე, სოციალურ სფეროში მომუშავე სხვა უწყებების, პირების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა შემადგენლობით იქმნება, შეისწავლის უკვე დადგენილ კრიტერიუმებს, შეაფასებს მას და მომზადებს შესაბამის დასკვნებს/რეკომენდაციებს;
კომისიის წევრებმა ასევე იმსჯელეს საკრებულოს 2020 წლის 23 დეკემბრის №გ-15.15203582 განკარგულებით დამტკიცებულ მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მუნიციპალურ პროგრამაში ცვლილების შეტანის საკითხზეც. პროექტის მიხედვით, დაგეგმილი ცვლილებით, პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა ეძლევა იმ ოჯახებს, რომელთა უფროსი წევრებიდან (დედა ან/და მამა) ერთ-ერთი 2018 წლამდე რეგისტრირებულია ქალაქ ბათუმში.
კომისიის წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს მორიგ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.
სხდომას საკრებულოს ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნერიმან ცინცაძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 23
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები