ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისია
19 ნოემბერი 2024
 

საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის ასიგნებები 492,000.0 ათას ლარს შეადგენს.
პროექტის მიხედვით, განათლების მიმართულება - სკოლამდელი აღზრდა და განათლება, 50,584.1 ათასი ლარით დაფინანსდება, კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი - 31,363.7 ათასი ლარით.
პროექტი ითვალისწინებს მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობის, ა(ა)იპ ბათუმის სპორტული ცენტრის, კულტურული ღონისძიებების მართვის, ღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებული კულტურული ღონისძიებების, კულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობის, საერთაშორისო ფესტივალების მხარდაჭერის, კულტურის სფეროში თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერის,
ფოლკლორის ხელშეწყობის, თანამედროვე მუსიკის ხელშეწყობის, კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის, ხელოვანთა ხელშეწყობის, ა(ა)იპ - აკაკი წერეთლის სახელობის ქ. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და კულტურის ობიექტების რეაბილიტაციის, ახალგაზრდული ცენტრის, ინტელექტუალური და შემეცნებითი პროექტების მხარდაჭერის დაფინანსებას.
სხდომას საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ცხოიძე • Levan Tskhoidze უძღვებოდა.
ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა 26 ნოემბერს, 11 საათზე გაიმართება.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დეტალური პოექტი შეგიძლიათ იხილოთ აქ:
https://batumicc.ge/index.php?l=1&menu=1378

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 173
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები