2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
საკრებულოს გადაწყვეტილებები:
ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 19 საკითხი განიხილეს.
საკრებულომ ცვლილება შეიტანა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 და M3 კატეგორიის ავტობუსების სამარშრუტო ხაზების სქემებში, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მოსახლეობის მოთხოვნასთან შესაბამისობის მიზნით.
საკრებულომ დაამტკიცა ცვლილება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ განსაზღვრული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების გამოყენების და ამ კანონით გათვალისწინებული სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესში.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქ. ბათუმში, დიმიტრი სვიშევსკის ქუჩა N1გ-ში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1831,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. 05.30.10.380) სახელმწიფოს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა, მისი შემდგომში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უვადო სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ქ. ბათუმში, ბარათაშვილის ჩიხი N4-ში მდებარე შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე არსებული 171,0 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემას, შემდგომში მისი პირდაპირი განკარგვის წესით შპს ,,გორბი 2020”-ის საკუთრებაში გადაცემის მიზნით იმ პირობით, რომ მისი საპრივატიზებო (საბაზრო) ღირებულება ჩაირიცხება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
ცვლილება შევიდა ,,ქალაქ ბათუმში, 26 მაისის ქუჩა №13-ში განხორციელებული ქალაქმშენებლობითი ღონისძიებების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 09 აგვისტოს №გ-15 განკარგულებაში. აღნიშნული ცვლილებით დაზუსტდა ერთ-ერთი მესაკუთრისათვის გადასაცემი უძრავი ქონების მონაცემები.
მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე დამტკიცდა განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ რამდენიმე განკარგულების პროექტი, მათ შორის:
ქ. ბათუმში, თამარ მეფის I შესახვევი N2-ში, მახინჯაურის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (შპს ,,აჭარის კურორტები’’);
ქალაქ ბათუმში, იოსებ ნონეშვილის ქუჩა N1, N1-ის მიმდებარედ, N1ა, N1ზ-ში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (შპს ,,კომუნა ჰოლდინგი’’);
ქ. ბათუმში, პ. ბაგრატიონის ქ. N127გ-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (შპს ,,ავენიუ ბაი ორბი’’);
ქალაქ ბათუმში, გრიგოლ ელიავას ქუჩა N17, N19, ზღვისპირის ქუჩა N3ბ, N3 და N3ა - ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (შპს ,,სქაი ქონსთრაქშენი’’, დამტკიცდა კონცეფციაში ცვლილება);
ქ. ბათუმში, ადლიის ქ. N53/57-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (შპს ,,ტემპო აა’’, დამტკიცდა კონცეფციაში ცვლილება);
ბათუმში, მეზღვაურთა ქუჩა N12; N14; N14ა და N16-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (შპს ,,ჰორიზონს ჯგუფი ჩაქვი’’).
ასევე დამტკიცდა მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ რამდენიმე დადგენილების პროექტი, მათ შორის:
ქალაქ ბათუმში, დასახლება ადლიაში - ადლიას ქ. N5-ში, ადლიას ქ. N10-ში, ადლიას ქ. N12-ში, ადლიას ქ. N12-ის მიმდებარედ და ადლიას ქ. N8-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (შპს ,,ელთ ბილდინგი’’);
ქალაქ ბათუმში, ანგისის დასახლებაში, ანგისის I შესახვევი - N33ე, 33ვ, 35, 35ა, 35ბ, 35დ-ში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (შპს ,,ნიუ ანგისა’’);
ქ. ბათუმში; დასახლება მწვანე კონცხზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე N05.34.22.731; N05.34.22.732 (შპს ,,ავენიუ ბაი ორბი’’);
ქ. ბათუმში, ზღვისპირის ქ. N1ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (შპს ,,ორბი ჯგუფი მილენიუმი’’);
ასევე ცვლილება შევიდა 2023 წლის 13 თებერვალს ქ.ბათუმის საკრებულოს დადგენილება N3-ით დამტკიცებულ და შპს “გრინკო”-ს მიერ ინიცირებულ განაშენიანების დეტალურ გეგმაში.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა მუნიციპალიტეტის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკაში (განაშენიანების რეგულირების გეგმის ზონირების ნაწილი), რომლის შესაბამისადაც, მუნიციპალიტეტის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკა (განაშენიანების რეგულირების გეგმის ზონირების ნაწილი) და განაშენიანების მართვის რეგლამენტი განახლებული რედაქციით ჩამოყალიბდა.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქ. ბათუმში, კ. გამსახურდიას ქ. N4-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე - ცნობილი ბათუმელი პედაგოგის გულნარა შანიძის, ხოლო ქ. ბათუმში, პეტრე მელიქიშვილის ქ. N2-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ცნობილი პედაგოგისა და მეცნიერის ნელი დუმბაძის მეომორიალური დაფები განთავსდება.
მორიგ სხდომას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი თავდგირიძე უძღვებოდა.