ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
მორიგი სხდომა გაიმართა
06 სექტემბერი 2024
 

დღეს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილეს.
სხდომაზე, მრავალშვილიანი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ბინების საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ საკითხები დაამტკიცეს. წარმოდგენილი პროექტით, ბათუმში, საცხოვრებელი ბინები ვეფხია ბერიძის ექვსშვილიან და ირაკლი მახარაძის შვიდშვილიან ოჯახებს გადაეცემათ. პროგრამა ხორციელდება მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის მიზნით და გათვალისწინებულია ბათუმში რეგისტრირებული ოჯახებისთვის, რომლებსაც ჰყავთ ექვსი და მეტი შვილი.
საკრებულოს წევრებმა, ქ. ბათუმში, მამია ვარშანიძის ქუჩა N227-ში და ქ. ბათუმში, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა N35-ში მდებარე უძრავი ქონების (საცხოვრებელი ფართის/ბინის) ასევე, ქ. ბათუმში, მიხეილ ლერმონტოვის ქუჩა N113-ში და ქ. ბათუმში, კონსტიტუციის ქუჩა N4-ში მდებარე უძრავი ქონების (საცხოვრებელი ფართის/ბინის) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის შესახებ განკარგულების პროექტები განიხილეს და დაამტკიცეს.
დღესვე დამტკიცდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში შესატანი ცვლილებებიც.
სხდომაზე, ასევე, დაამტკიცეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემასთან, სამშენებლო დოკუმენტში ცვლილებებთან და მაკომპენსირებელ ღონისძიებებთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების, ასევე, ავარიული სახლის ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გაზრდის შესახებ განკარგულების პროექტები .

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 50
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები