ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
გონიოს ციხის განახლებული სამუზეუმო სივრცე ოფიციალურად გაიხსნა
06 აგვისტო 2024
 

გონიოს ციხის განახლებული სამუზეუმო სივრცე ოფიციალურად გაიხსნა.
ღონისძიებას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ცხოიძე, აჭარის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
ექსპოზიციაში წარმოდგენილია ციხისა და მისი შემოგარენის ისტორიის ამსახველი არქეოლოგიური მასალა გვიან ბრინჯაო-ადრე რკინის ხანიდან მოყოლებული გვიანი შუასაუკუნეების ჩათვლით.
გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალი 1994 წელს დაარსდა და ამავე წლიდან დაიწყო ციხის სისტემატური არქეოლოგიური შესწავლა. 2008 წლიდან დღემდე კი არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა არაერთი მნიშვნელოვანი არტეფაქტი.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ზაურ ახვლედიანის განცხადებით, მუზეუმის ინტერიერი, სადაც გაკეთდა თანამედროვე სტანდარტების სამუზეუმო სივრცე, გადახალისდა და განახლდა მუზეუმის შიდა სივრცეში სამუზეუმო ექსპონატები, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივითა და ფინანსური უზრუნველყოფით განახლდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 168
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები