ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
შეხვედრა პოლონეთის დელეგაციასთან
03 აგვისტო 2024
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ რამაზ ჯინჭარაძემ და ქალაქის მერმა არჩილ ჩიქოვანმა შეხვედრა გამართეს პოლონეთის დელეგაციასთან, რომელსაც ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალი პაველ განცარჟი ხელმძღვანელობს.
მასპინძლებმა სტუმრებს ბათუმის ტურისტული პოტენციალი, ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტები გააცნეს.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს თანამშრომლობის გაღრმავებაზე ეკონომიკის, ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და ტურიზმის მიმართულებით.
პოლონური მხარის დელეგაციის შემადგენლობაში ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალის ოფისის, რეგიონული პარლამენტისა და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის წარმომადგენლები შედიან.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 170
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები