ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
აჭარის მთავრობის სხდომა
02 აგვისტო 2024
 

დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელსაც რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარაში მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, აქტიურ ფაზაშია კურორტ გოდერძის მიმართულებით ხულო-ადიგენის გზის რეაბილიტაცია, რომლის ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია. მაღალმთიან აჭარაში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ იმართება. მთავრობის თავმჯდომარემ ყველა უწყებას მოუწოდა მაქსიმალური ჩართულობისკენ, რათა რეგიონმა ღირსეულად უმასპინძლოს მნიშვნელოვან დღესასწაულს.
აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის მოცულობა პირველად ისტორიაში დაახლოებით 800 მლნ ლარს შეადგენს. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ მომავალი წლისთვის, იგეგმება ბიუჯეტის მილიარდ ლარამდე გაზრდა. ბიუჯეტის ზრდასთან ერთად, პროპორციულად იზრდება ყველა მუნიციპალიტეტის დაფინანსება და ბათუმის დაფინანსება, როგორც მზარდი ქალაქის, არის ყველაზე დიდი, 200 მლნ ლარზე მეტი.
ბათუმი წარმატებით მასპინძლობს ტურისტულ სეზონს. აჭარაში განხორციელებული ვიზიტების ჯამური რაოდენობა მიმდინარე პერიოდისთვის შეადგენს 1 304 389 ვიზიტს, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +7.5%-ით.
დასრულდა „ოცნების ქალაქის“ პირველი ეტაპი. მეორე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს 1000-ზე მეტი ახალი ბინის მშენებლობას ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია და წელს უკვე შესაძლებელი იქნება მშენებლობის დაწყება. ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე 40 000 კმ ახალი წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელი მოეწყო. ჯამში, ბათუმის ბიუჯეტის სუბსიდირებით მოხდება 9300 ოჯახის 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა.
მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქალაქის განვითარებასთან ერთად გამოწვევად იქცა გაზრდილი ნაკადები. შესაბამისად, საცობებმა შექმნა დისკომფორტი, რომელიც რამდენიმე კვირაში შემოვლითი გზის გახსნით მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. ასევე, გაზრდილია მოთხოვნა საპარკინგე სივრცეებზე. გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად, მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმის სტადიონზე არსებული საპარკინგე სივრცე 1000-ზე მეტი ავტომობილისთვის იქნება უფასოდ დათმობილი.
რეგიონში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებაა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ახალი პროგრამის - „სოციალურად დაუცველი ოჯახების მატერიალური დახმარების“ განხორციელება იწყება. პროგრამა ითვალისწინებს, აჭარაში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, მატერიალური დახმარების გაწევას ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით. ასევე, პირველი აგვისტოდან იზრდება ახალშობილი ტყუპების ოჯახების მატერიალური დახმარება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 152
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები