ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონული ოფისის გახსნა
10 ივლისი 2024
 

ბათუმში გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონული ოფისი გაიხსნა.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყო ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის, მიკრობიოლოგიური, ჰიდრობიოლოგიური, იქთიოლოგიური ლაბორატორიები, რომლებიც აღჭურვილია ულტრათანამედროვე ხელსაწყო-დანადგარებით და კვლევითი სფეროს სპეციფიკისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით.
შენობაში გარემოს ეროვნული სააგენტოს ისეთი მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულები განთავსდება, როგორებიცაა: მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტი, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ბათუმის ლაბორატორია და აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყო ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის, მიკრობიოლოგიური, ჰიდრობიოლოგიური და იქთიოლოგიური ლაბორატორიები, რომლებიც აღჭურვილია ულტრათანამედროვე ხელსაწყო-დანადგარებით და კვლევითი სფეროს სპეციფიკისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით.
ბათუმის ახალ ლაბორატორიაში 34 თანამშრომელია დასაქმებული. ლაბორატორიაში შესაძლებელი იქნება საკვლევი კომპონენტების გაფართოება, დაინერგება ახალი მეთოდები უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით.
მნიშვნელოვნად გაიზრდება სამეცნიერო-კვლევითი შესაძლებლობები მეთევზეობისა და აკვაკულტურის მიმართულებით, როგორც საზღვაო სივრცეში, ასევე შიდა წყალსატევებში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონული ოფისის გახსნას პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 802
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები