ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
კეთილმოწყობითი სამუშაოები
12 ივნისი 2024
 
ბათუმის საკრებულოს თვმჯდომარემ რამაზ ჯინჭარაძემ და საკრებულოს წევრებმა, ქალაქის მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.
პროექტის გათვალისწინებით 2 კმ-იან მონაკვეთზე მოეწყო სანიაღვრე სისტემა, 1125 გრძ.მ-ზე დაიგო ბეტონის საფარი და დამონტაჟდა 40 ერთეული გარეგანათების ბოძი.
სამუშაოებისთვის მილიონ 704 ათასი ლარი დაიხარჯა.
პარალელურად დაიწყო შალვა ნუცუბიძის ქუჩის რეაბილიტაცია, სადაც იგეგმება სანიაღვრე და გარეგანათების სისტემების მოწყობა, ხოლო 2 კმ-იან მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგება.
პროექტის ფარგლებში ასევე რეაბილიტირდება ნუცუბიძის ქუჩის ჩიხები და შესახვევები.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის მოწყობა.
პროექტი ნოემბერში დასრულდება, რისთვისაც მილიონ 858 ათასი ლარი დაიხარჯება.
 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 137
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები