ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
კეთილმოწყობითი სამუშაოები
06 ივნისი 2024
 

ბათუმში, მამია ვარშანიძისა და ხახულის ქუჩების კეთილმოწყობით სამუშაობს საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე, ქალაქის მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად გაეცნო.
ამ ეტაპზე, ხახულის ქუჩაზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება. პარალელურად კი, გაგარინის ქუჩიდან ლეონიძის ქუჩამდე მონაკვეთში ხორციელდება გზის სავალი ნაწილის მომზადება ასფალტირებისთვის.
უკვე დასრულდა სანიაღვრე სისტემის, ბორდიურებისა და გარეგანათების მოწყობა ხახულის მეორე ჩიხიდან აღმაშენებლის ქუჩამდე მონაკვეთში. გარდა ამისა ხახულის არხზე აშენდა ნაპირსამაგრი კედლები და 15 ხიდი.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 31 მილიონ ლარს შეადგენს, გასული წლის აპრილში დაიწყო და 2026 წლის მარტში დასრულდება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 399
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები