ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ინფრასტრუქტურული სამუშაოები
03 ივნისი 2024
 

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს დღეს საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე მინდია გოგუაძე, ქალაქის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად გაეცნო.
შენობა 200 აღსაზრდელზეა გათვლილი, ამ ეტაპზე დასრულდა საძირკვლის მშენებლობა და ხორციელდება გრუნტის სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ეზო, სადაც განთავსდება ატრაქციონები, საპარკო სკამები და დამონტაჟდება განათების სისტემა.
სამუშაოების ღირებულება 4 მილიონ 555 ათას ლარს შეადგენს და მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 143
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები