2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
სარეაბილიტაციო სამუშაოები
08 აპრილი 2024
გიორგი ლეონიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
უკვე მოეწყო სანიაღვრე სისტემა, დაწყებულია ასფალტის საფარის დაგება ტაბიძის ქუჩიდან ხახულის ქუჩამდე მონაკვეთში, პროექტით გათვალისწინებულია გზის გამყოფი ზოლის, ტროტუარების, ბორდიურებისა და გარეგანათების სისტემის მოწყობა.
პროექტის გასახორციელებლად ბიუჯეტიდან 5 მლნ 900 ათასი ლარი დაიხარჯება. სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება.
ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ რამაზ ჯინჭარაძემ, ქალაქის მერთან არჩილ ჩიქოვანთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან ტიტე აროშიძესთან ერთად, დაათვალიერა.
მნახველთა რაოდენობა: 1158
ბმულები