ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა
25 მარტი 2024
 

საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე ოთხი საკითხი განიხილეს.
კომისიამ იმსჯელა ქალაქ ბათუმის მერისთვის თანხმობის მიცემის საკითხზე ევროკავშირის „Interreg NEXT Black Sea Basin“ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში (119 073,02 ევრო) მოპოვებული გრანტის მიღებასა და შესაბამისი შეთანხმებების გაფორმებასთან დაკავშირებით.
ასევე, განიხილეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, განკარგულებით დამტკიცებულ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საპრივატიზებო უძრავ ობიექტთა ნუსხას დაემატა რამდენიმე ობიექტი.
კომისიის სხდომაზე განიხილეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, იოსებ ნონეშვილის ქუჩა №1-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ საკრებულოს 2023 წლის 19 დეკემბრის განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხი. კერძოდ, ცვლილება ითვალისწინებს, ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იოსებ ნონეშვილის ქუჩა №1-ის მიმდებარედ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1788,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გადაცემას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე, შემდგომში მისი პირდაპირი განკარგვის წესით შპს ,,კომუნა ჰოლდინგის” საკუთრებაში გადაცემის მიზნით, იმ პირობით, რომ მისი საპრივატიზებო ღირებულება, 1 326 912 ლარი, ჩაირიცხება ქალაქ ბათუმის ბიუჯეტში 2024 წლის 31 დეკემბრამდე.
ცვლილება იგეგმება ,,ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ. ბათუმში, რურუას ქუჩა №1-ის და №1ა-ს მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 დეკემბრის №გ-15.15233536 განკარგულებაშიც. კერძოდ - ქ. ბათუმში რურუას ქუჩა N1ა-ს მიმდებარედ 637,0კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და ქ. ბათუმში, რურუას ქუჩა N1-ის მიმდებარედ 334,0კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემა, შემდგომში მისი პირდაპირი განკარგვის წესით შპს ,,ტექტო ფრანკო 1”-ის საკუთრებაში გადაცემის მიზნით, განხორციელდება იმ პირობით, რომ მიწის ნაკვეთების საპრივატიზებო ღირებულება, ჯამში 610281,0 ლარი, ჩაირიცხება ქალაქ ბათუმის ბიუჯეტში 2024 წლის 31 დეკემბრამდე.
სხდომას საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა.
საკრებულოს მორიგი სხდომა ხვალ, 11 საათზე გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 769
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები