ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ინფრასტრუქტურის განვითარების კომისია
25 მარტი 2024
 

ბათუმის საკრებულოში ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა განიხილეს ,,ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე’’ საკრებულოს 2019 წლის 22 აგვისტოს №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი. პროექტის მიხედვით, ცვლილება განხორციელდება განაშენიანების რეგულირების გეგმაში (ქალაქ ბათუმში, თენგიზ აბულაძის ქ. N3; N5; N5ა; N5ბ-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე 05.21.01.309; 05.21.01.311; 05.21.01.313; 05.21.01.310; ბარბიუსის ქ. N6-ში - 05.21.01.312; ზღვისპირა ბულვარის - 05.21.20.079; ზღვისპირა პარკი, ნავსაყუდელის ტერიტორია - 05.21.20.071; 05.21.20.070; ზღვისპირა პარკის ტერიტორია - 05.21.20.083; 05.21.20.084; 05.21.20.085; გოგებაშვილის ქ. N1დ; გოგებაშვილის ქ. N1ე-ში 05.21.21.015 მდებარე მიწის ნაკვეთებზე). კორექტირების შედეგად, ხუთი მაღალსართულიანი კოშკის ნაცვლად აშენდება - სამი.
კომისიამ განიხილა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესში ცვლილების შეტანის საკითხი, რომელიც „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის საგამონაკლისო წესით დაშვებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხებთან დაკავშირებით, რეგულაციების დაკონკრეტებას ითვალისწინებს.
კომისიის წევრებმა, ასევე, იმსჯელეს ქალაქ ბათუმში არსებულ რამდენიმე მიწის ნაკვეთზე, განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციისა და განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების საკითხებზე.
სხდომას ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე მინდია გოგუაძე უძღვებოდა.
ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა ხვალ, 11 საათზე გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1198
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები