ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს მორიგი სხდომა
26 თებერვალი 2024
 

დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე საკრებულომ ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიის (2023-2026) 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
2024 წლის სამოქმედო გეგმა ასახავს მუნიციპალიტეტის მიერ მიმდინარე წელს დაგეგმილ კონკრეტულ აქტივობებს, პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და პროექტებს, რომლებიც სტრატეგიულ ნაწილში განსაზღვრული ამოცანებისა და მიზნების მიღწევას ემსახურება. უნდა აღინიშნოს, რომ საკრებულოს განკარგულებით დამტკიცებული ,,ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგია (2023-2026 წწ.)“ ითვალისწინებს საკრებულოს მიერ ყოველწლიურად, ერთწლიანი სამოქმედო გეგმის დამტკიცებას.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს დადგენილების პროექტს, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკონტეინერო მოსაკრებლის შემოღებას ითვალისწინებს. სხდომაზე აღინიშნა, რომ 2024 წლის 1-ლი თებერვლიდან ძალაში შევიდა ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონი, რომლითაც ადგილობრივი მოსაკრებლის ერთ-ერთ სახედ განისაზღვრა საკონტეინერო მოსაკრებელი. აღნიშნულ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, საკრებულომ დღეს მიღებული დადგენილებით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკონტეინერო მოსაკრებელი დააწესა, კერძოდ, ერთი კონტეინერისთვის 30 ლარის ოდენობით. სხდომაზე აღინიშნა, რომ საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდის წესი, პერიოდულობა და ვადა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
დღესვე საკრებულომ სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დაადგინა. აღნიშნული სახის დადგენილებას, მიწის ნორმატიულ ფასს საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, ადგილობრივი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოები ადგენენ ყოველწლიურად, არაუგვიანეს ყოველი წლის თებერვლისა, საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
საკრებულომ ცვლილება შეიტანა ,,გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და აუქციონის პირობებისა და ჩატარების პროცედურების დადგენის შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებაში. ცვლილების მიხედვით, ელექტრონული პირობებიანი აუქციონის პირობები ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა.
დღევანდელ სხდომაზე საკრებულომ ცვლილება შეიტანა ,,ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე’’ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის N76-ე განკარგულებაში, ასევე, მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე დაამტკიცა განაშენიანების დეტალური გეგმა და დეტალური გეგმის კონცეფცია.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 237
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები