ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა
23 თებერვალი 2024
 

საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხი განიხილეს.
საკრებულოს წევრებმა, კანონით განსაზღვრული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 სექტემბრის Nგ-15. 15232724 განკარგულებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ განკარგულების პროექტზე იმსჯელეს, ასევე განიხილეს ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებლოს 2018 წლის 27 დეკემბრის N76 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საკითხი და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტი.
დღესვე სხდომაზე ქალაქ ბათუმში, კახაბრის ქ. N36-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ: N05.31.07.646; N05.31.07.728; N05.31.07.740; N05.31.07.647) განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ საკრებულოს განკარგულების პროექტი და ქალაქის – ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №4-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტიც განიხილეს.
კომისიამ წარმოდგენილი საკითხების განხილვა საკრებულოს მორიგ სხდომაზე მიზანშეწონილად მიიჩნია, რომელიც 26 თებერვალს, 11 საათზე გაიმართება.
კომისიის სხდომას საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე მინდია გოგუაძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 319
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები