ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
მემორანდუმი
13 თებერვალი 2024
 

ბათუმის მუნიციპალიტეტსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი ითვალისწინებს მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ბათუმში მდგრადი მობილობის ინიციატივების, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა, ველოსიპედისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის საპილოტე პროექტების გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ (GIZ), გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) სახელით შერჩევასა და განხორციელებას.
მემორანდუმს ხელი ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, პროექტის დირექტორმა იან რიკმეიერმა და GIZ -ის საქართველოს ოფისის დირექტორის მოადგილემ ანია ვალდრაფმა მოაწერეს.
საკრებულოდან მემორანდუმის გაფორმებას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ ნაკაიძე ესწრებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 632
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები