ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა
30 იანვარი 2024
 

ბათუმის საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობები განიხილა.
დადგენილების მიღების მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ განსაზღვრული განაშენიანების დეტალური გეგმის ფარგლებში და მშენებლობის ნებართვის გაცემის ფარგლებში შესათანხმებელი გამწვანების პროექტთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული დაგეგმილი გამწვანების პროექტთან (რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი) დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრა.
დადგენილების მიღების შემთხვევაში მისი მოქმედება გავრცელდება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ გათვალისწინებულ გამწვანების პროექტზე, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონებისა, რომლებშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.
,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესაბამისი ცვლილება 2023 წლის 4 აპრილს შევიდა. ცვლილების მიზანი იყო დასახლებათა მდგრადი განვითარების ხელშეწყობა მშენებლობის დაგეგმარებისა და ნებართვის გაცემის პროცესში, საწყისი ეტაპიდან სავალდებულო წესით გამწვანების კომპონენტის გათვალისწინებით. კოდექსში შეტანილი ცვლილებით, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში წარდგენილ დოკუმენტებში გამწვანების პროექტის, როგორც თანამედროვე, გარემოსდაცვითი სტანდარტების მქონე დოკუმენტის არსებობა, სავალდებულო გახდა.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობამ, კანონით გათვალისწინებულ ვადაში, 2023 წლის პირველ ოქტომბრამდე, უზრუნველყო საქართველოს მთავრობის დადგენილებების ზემოხსენებულ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
ზემოაღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე, დღევანდელ კომისიის სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი პროექტის განხილვა სწორედ ადგილობრივ დონეზე გამწვანების პროექტის აღსრულების მექანიზმის დანერგვას უკავშირდება.
აღნიშნულ საკითხს ბათუმის საკრებულო ხვალ, 31 იანვარს, მორიგ სხდომაზე განიხილავს.
სხდომას ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე მინდია გოგუაძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 500
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები