2025 წლის 31 მარტს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი განიხილეს.
ქალაქ ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ედნარ ნატარიძის ინფორმაციით, პროექტით ხორციელდება მუნიციპალიტეტის 2023 წლის მისაღებ შემოსულობებსა და გასაწევ გადასახდელებში ცვლილება საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად, კერძოდ, ცვლილება შედის ცალკეულ პროგრამებში/ქვეპროგრამებში.
კომისიამ განიხილა ცვლილებები, რომლის შეტანაც იგეგმება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში, ასევე იმსჯელა ქ. ბათუმში, ადლიის და ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩების შემაერთებელი ქუჩის მშენებლობისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების დამტკიცების საკითხზე.
კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, წარმოდგენილ საკითხებს ბათუმის საკრებულო მორიგ სხდომაზე, 27 ნოემბერს განიხილავს.
სხდომას საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა.