2025 წლის 31 მარტს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
საკრებულოში ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტისა და მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვა მიმდინარეობს.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, მომავალ წელს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფერო 27,264.6 ათასი ლარით დაფინანსდება, მათ შორის:
მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მქონე პირთა მედიკამენტებითა და საკვები დანამატების კომპენსაციით უზრუნველყოფა - 1,691.0 ლარით;
ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული ფორმების დიაგნოსტიკა და პრევენცია - 126.6 ლარით;
ფსიქიური პრობლემების მქონე პირთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია 172.8 ლარით;
მოწყვლადი ჯგუფების სტომატოლოგიური და ორთოპედიული მომსახურეობა 215.0 ლარით;
შ.შ.მ. სტატუსის ბავშვთა და ვეტერანთა საკურორტო სამკურნალორეაბილიტაცია 888.0 ლარით;
ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენცია და რეაბილიტაცია 3,535.4 ლარით;
ჰემოდიალიზის ცენტრის პაციენტთა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მატერიალური დახმარება 201.6 ლარით;
მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება 1,070.8 ლარით;
თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება 187.2 ლარით;
კომუნალური მომსახურების საფასურის სუბსიდირება 947.6 ლარით;
მოწყვლადი სოციალური კატეგორიების მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფა 3,785.8 ლარით;
მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის
სუბსიდირება 3,231.9 ლარით;
მზრუნველობას მოკლებულ ბენეფიციართა მოვლა-პატრონობა და მოვლის საჭიროების მქონე პირთა დახმარება 1,399.9 ლარით;
მუნიციპალური უფასო სასადილო 7,191.6 ლარით;
დროებითი ღამის თავშესაფარი - 802.5 ლარით;
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა 126.8 ლარით;
მოწყვლადი სოციალური კატეგორიებისათვის მინიმალური სოციალური პირობების შექმნა 200.0 ლარით;
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ასისტენტით მომსახურება 256.9 ლარით;
მოწყვლადი სოციალური ჯგუფის ოჯახების მხარდაჭერა 190.1 ლარით;
ბათუმის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების სანიტარული მონიტორინგი 106.7 ლარით;
დეზინსექცია დერატიზაციის ღონისძიებები 458.4 ლარით;
უპატრონო შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირების ღონისძიებები 478.0 ლარით;
პრიორიტეტების დოკუმენტის მიხედვით, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა ბიუჯეტის პროექტის ერთ–ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს იმ სფეროებს შორის, რომლებიც საქართველოს მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ დასახული პრიორიტეტების და ქალაქ ბათუმში არსებული სიტუაციის ანალიზის გათვალისწინებით ჩამოყალიბდა.
კომისიის სხდომას ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნერიმან ცინცაძე უძღვებოდა.
დაინტერესებულ პირებს ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტის დეტალური პროექტი განმარტებით ბარათთან ერთად და პრიორიტეტების დოკუმენტი შეუძლიათ იხილონ აქ: https://www.batumicc.ge/index.php?l=1&menu=1324