2025 წლის 31 მარტს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
დღეს ბათუმის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა მე-11 საჯარო სკოლის უფროსკლასელებს უმასპინძლეს.
საბჭოს თავმჯდომარემ ნატალია ზოიძემ მოსწავლეებს გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, ასევე ესაუბრა ნარინჯისფერი კამპანიის შესახებ, რომელიც მსოფლიოს 187 ქვეყანაში 1991 წლიდან აღინიშნება და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად.
საინფორმაციო შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, საკმაოდ მაღალი იყო ახალგაზრდების დაინტერესება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. საბჭოს წევრებმა მოსწავლეების კითხვებს ამომწურავად უპასუხეს და უახლოეს პერიოდში მათთან ერთად მორიგი სამუშაო შეხვედრები დაგეგმეს.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანია 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება.