2025 წლის 31 მარტს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ღონისძიება
31 ოქტომბერი 2023
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე და საკრებულოს წევრები თურქეთის რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ და თურქ ხალხს საიუბილეო თარიღი მიულოცეს.
საზეიმო მიღებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ქალაქის მერი არჩილ ჩიქოვანი, თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში, აჭარის მთავრობის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მნახველთა რაოდენობა: 1312
ბმულები