ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
კამპანია ,,ვარდისფერი ოქტომბერი"
27 ოქტომბერი 2023
 

,ვარდისფერი ოქტომბრის" კამპანიის დასრულება ბათუმის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა გორგილაძის სკვერში პერფორმანსით აღნიშნეს. აქციას შეუერთდნენ საკრებულოს წევრები და მერიის წარმომადგენლები. ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით მოქალაქეებს დაურიგდათ საინფორმაციო ფლაერები.
კამპანია ,,ვარდისფერი ოქტომბერი" მთელ მსოფლიოში 1997 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანი სიმპტომების ნაადრევი აღმოჩენა, თვითშემოწმებისა და სასკრინინგო კვლევების შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა.
კამპანია ეხმარება ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე ადამიანებს გაიგონ მეტი დეტალი დაავადებაზე, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები და დაუკავშირდნენ მათ, ვინც ეს გზა უკვე გაიარეს.
ვარდისფერი ბაფთა, ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო სიმბოლოა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 338
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები