2024 წლის 31 ოქტომბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმში, ვაჟა–ფშაველას ქ. #7-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე საზოგადო მოღვაწის, ბიზნესმენისა და მეცენატის გურამ ჩიგოგიძის მემორიალური დაფა გაიხსნა.
გურამ ჩიგოგიძე იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე 1986-1991 წლებში. მის სახელს აჭარაში არა ერთი მშენებლობა და სიახლე უკავშირდება. მათ შორის ბათუმის წყალსადენის, ლუდის ქარხნისა და აღმაშენებელის დასახელების საცხოვრებელი რაიონებისა და სხვა ახალმშენებლობები.
საბჭოთა რეჟიმის დროს გურამ ჩიგოგიძემ დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის სულიერ განვითარებაში. ამ პერიოდში გაიხსნა ბათუმში ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი.
გურამ ჩიგოგიძის მხარდაჭერით მოხდა სხალთის ღვთისმშობლის შობის მონასტრის და ხულოში სასულიერო სასწავლებლის აღდგენა, ასევე ამ სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფა.
გურამ ჩიგოგიძე იყო რადიო „ფორტუნას“ დამაარსებელი.