ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოები
26 სექტემბერი 2023
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე, დღეს სამაჟორიტარო უბანში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
საკრებულოს თავმჯდომარე, პირველ მოადგილესთან, ირაკლი თავდგირიძესთან და საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარესთან მინდია გოგუაძესთან ერთად ახალსოფელში, მირიან მეფის ქუჩაზე მოსახლეობას შეხვდა და სკვერის მშენებლობა დაათვალიერა.
სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში დასრულდება, რომლის ღირებულება 271 ათას ლარს შეადგენს.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ტროტუარის მოწყობა, ფილებისა და მწვანე კორდის დაგება, ელექტროსანათების მონტაჟი და საპარკო ინვენტარის დადგმა. უკვე განთავსებულია საბავშვო ატრაქციონები და ტრენაჟორები.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 480
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები