ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამა
14 სექტემბერი 2023
 

ბათუმში მცხოვრებ 100 ოჯახს დღეს, ,,ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამის" ფარგლებში, საცხოვრებელი ბინები გადაეცა.
ოჯახებს ბინები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და ქალაქის მერმა არჩილ ჩიქოვანმა საზეიმო ვითარებაში გადასცეს.
დღეიდან ასი ბათუმელი ოჯახი თანამედროვე სტანდარტების და სრულად გარემონტებულ კორპუსში იცხოვრებენ. პროგრამით, რომელსაც ბათუმის მერია ახორციელებს, უკვე ბათუმში მცხოვრებმა 180 ოჯახმა ისარგებლა.
პროგრამის ბენეფიციარებს ბინების გადაცემა მიულოცეს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნატალია ზოიძემ, ჯანდაცვისა და საბიუჯეტო კომისიების თავმჯდომარეებმა - ნერიმან ცინცაძემ და გოჩა მგელაძემ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 358
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები