ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საერთაშორისო დღე
30 აგვისტო 2023
 

30 აგვისტოს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.
დღეს ბათუმში უგზო-უკვლოდ დაკარგულები კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ღონისძიებას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი თავდგირიძე ესწრებოდნენ.
თარიღის აღნიშვნის მიზანი ქვეყანაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის უკვდავყოფა და მათი ოჯახების ტკივილის გაზიარებაა.
საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად 2000-ზე მეტი ადამიანია გაუჩინარებული.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 599
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები