ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ინფრასტრუქტურული სამუშაოები
15 აგვისტო 2023
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ რამაზ ჯინჭარაძემ დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან და ქალაქის მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად, ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" პროგრამის ფარგლებში ახალი, მრავალბინიანი სახლების მშენებლობა და მიმდინარე მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
ბათუმში ვარშანიძისა და ხახულის ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 15 ხიდის, საყრდენი კედლების, სანიაღვრე არხის, ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობა. პროექტის ღირებულება 31 მლნ ლარს შეადგენს.
ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე ადგილზე გაეცნენ ბათუმი ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე ახალი, 182 ბინაზე გათვლილი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას.
პროგრამა 2022 წელს ამოქმედდა და მიზნად ისახავს ავარიული სახლების თანამედროვე, უსაფრთხო საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლებას. პროგრამის ფარგლებში ბათუმში 10 ლოკაციაზე მიმდინარეობს ახალი საცხოვრებელი კომპექსის მშენებლობა, ასევე 11 მისამართზე ხორციელდება გამაგრება-რეაბილიტაციის სამუშაოები.
პროგრამა - ბათუმი ავარიული სახლების გარეშე ითვალისწინებს 300-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას და 3000-ზე მეტი ოჯახისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნას.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 604
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები