ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
პრეზენტაცია
28 ივლისი 2023
 

ბათუმის საკრებულოში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისთვის ადრეული და დაწყებითი განათლების დამხმარე სასწავლო პროგრამა „ნეიროპლასტიურობა და განათლება“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც პროგრამის ხელმძღვანელმა და ადრეული განათლების ექსპერტმა ნანა გეგელიშვილმა წარადგინა.
აღნიშნულ პროგრამას ბავშვის ტვინის ნეიროპლასტიურობაზე დაფუძნებულ განათლების ახალ მიდგომებს და სწავლების ახალ ტექნოლოგიებს უწოდებენ, რომელიც სახალისო, მუსიკალური ანიმაციებით და სხვადასხვა აქტივობებით ეხმარება ბავშვს ვიზუალური და აუდუიო, ასევე წარმოსახვითი მეხსიერების და სოციალურ- ემოციური უნარების განვითარებაში. აღნიშნული პროგრამით უკვე სარგებლობს თბილისის, ბათუმის, თელავის და მესტიის რამდენიმე საბავშვო ბაღი.
პროექტის პრეზენტაციას საკრებულოს თავმჯდომარე, წევრები და აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 714
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები