ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ტრენინგი
02 აგვისტო 2023
 

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა ბათუმის საკრებულოს წევრებთან და აპარატის მოხელეებთან ,,მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა გაძლიერების“ თემაზე ტრენინგი გამართა. ტრენინგის პროგრამა შედგენილია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებისა და აპარატის მოხელეებისთვის. მისი მიზანია მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაძლებლობების გაძლიერება მის მიერ კანონმდებლობით მინიჭებული მანდატის შესრულების, მისი ანგარიშვალდებულების გაზრდისა და მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობის გაძლიერების კუთხით.
ტრენინგ მოდული შემუშავდა სამიზნე მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ ტრენინგების საჭიროებების შეფასების საფუძველზე. ტრენინგ მოდული ასევე ეყრდნობა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამასა და ბათუმის მუნიციპალიტეტს შორის შეთანხმებულ 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმის იმ კომპონენტებს, რომელიც მოიცავს მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობის აქტივობებს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 583
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები