ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
მორიგი სხდომა ბათუმის საკრებულოში
21 ივლისი 2023
 

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 23 მლნ 200 ათასი ლარით გაიზარდა და საერთო ჯამში 361 მლნ 200 ათასი ლარი შეადგინა.
ცვლილებები განხორციელდა ბიუჯეტის როგორც შემოსულობებში, ასევე გადასახდელების ნაწილში ცალკეულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში. თანხები დაემატა, ძირითადად, ინფრასტრუქტურის განვითარების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებებს.
საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის საკითხს, რომლის მიღების მიზანს შემდგომში ქობულეთის მუნიციპალიტეტისათვის ექვსი ავტობუსის საკუთრებაში გადაცემა წარმოადგენდა.
საკრებულომ თანხმობა მისცა ქალაქ ბათუმის მერს ინასარიძის ქ. N3-ის მიმდებარედ არსებული 39,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით იჯარით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით; ასევე, დაამტკიცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში შესატანი ცვლილებები და მხარი დაუჭირა ქ. ბათუმში, ადლიის ქ. N53-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცებას.
დღევანდელ სხდომაზე, უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს – ლაშა კილაბერიას. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებული დათქმის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც, 6 სრული თვის განმავლობაში საკრებულოს სხდომებსა და კომისიების სხდომებში მონაწილეობის არმიღება იწვევს საკრებულოს წევრზე დაკისრებული უფლებამოსილების შეწყვეტას.
დღესვე საკრებულომ ერთხმად დაუჭირა მხარი ქალაქ ბათუმში, ინასარიძის ქუჩა N5ა
-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, თეიმურაზ (ტუხა) ტუღუშის ხსოვნის უკვდავსაყოფად,
მემორიალური დაფის განთავსების საკითხს.
სხდომას ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე / Ramaz Jincharadze უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1031
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები