ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
„ბაღი გარეთ“ პრეზენტაცია
24 ივნისი 2023
 

ბათუმის N28-ე საბავშვო ბაღში სასკოლო ასაკის აღსაზრდელების საანგარიშო აქტივობების სანახაობა და პროექტის - „ბაღი გარეთ“ პრეზენტაცია მოეწყო.
საბავშვო ბაღის ეზოში მოწყობილი გარე სივრცეები საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი თავდგირიძემ და საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა დავით დიასამიძემ დაათვალიერეს.
პროექტი ,,ბაღი გარეთ“ ითვალისწინებს საბავშვო ბაღში არსებული რესურსების და პირობების მაქსიმალურად გამოყენებას სააღმზრდელო პროცესში. ახალი პროექტის მიხედვით, ბაღის ეზოების დაგეგმარება აღსაზრდელების ყველა ფიზიკურ საჭიროებაზეა მორგებული, რაც მათი მრავალმხრივი განვითარებისა და სასწავლო პროცესის მრავალფეროვნად წარმართვის საშუალებას იძლევა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 646
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები