ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ვიზიტი 26–ე საბავშვო ბაღში
14 ივნისი 2023
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე და საკრებულოს წევრები დღეს 26–ე საბავშვო ბაღში გამართულ სასკოლო ასაკის აღსაზრდელთა საანგარიშო აქტივობებს დაესწრნენ. საკრებულოს წევრებმა დაათვალიერეს ბაღის ტერიტორიაზე ახალი სტანდარტით შექმნილი საბავშვო სივრცეები, რომელიც პროექტ ,,ბაღი გარეთ“ ფარგლებში შეიქმნა.
პროექტი ,,ბაღი გარეთ“ ითვალისწინებს საბავშვო ბაღში არსებული რესურსების და პირობების მაქსიმალურად გამოყენებას სააღმზრდელო პროცესში. ახალი პროექტის მიხედვით, ბაღის ეზოების დაგეგმარება აღსაზრდელების ყველა ფიზიკურ საჭიროებაზეა მორგებული, რაც მათი მრავალმხრივი განვითარებისა და სასწავლო პროცესის მრავალფეროვანად წარმართვის საშუალებას იძლევა.
საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდნენ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი თავდგირიძე, საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ცხოიძე, საკრებულოს წევრი ნინო ცხვარაძე და საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი დავით დიასამიძე.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 547
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები