ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
სამუშაო შეხვედრა
09 ივნისი 2023
 

საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიამ ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებისა და პეტიციის ავტორების მონაწილეობით მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
საკრებულოში დარეგისტრირებული პეტიციით ,,მწვანე უბნები ბათუმს“, რომელიც მუნიციპალიტეტში არსებული რეკრეაციული სივრცეებისთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებასა და სახელდებას ითვალისწინებს, განსაზღვრულია
93 სივრცისთვის სკვერის სტატუსის მინიჭების, 7 სივრცისთვის - პარკის სტატუსის, 6 სივრცისთვის კი ხეივნის სტატუსის მინიჭების საკითხი. თუმცა საკითხის ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით შესწავლისა და მოკვლევის შემდგომ ზემოაღნიშნული რაოდენობა შეიცვალა. შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ რამდენიმე მწვანე სივრცეს მუნიციპალიტეტმა უკვე მიანიჭა სტატუსი, რამდენიმე კი მერიის ქალაქგეგმარების სამსახურთან ერთად დამატებით შესწავლას საჭიროებს. კომისიის თავმჯდომარის, ლევან ცხოიძის განცხადებით, პეტიციით წარმოდგენილ საკითხზე მუშაობა გრძელდება და მწვანე სივრცეების ჩამონათვალი საბოლოოდ ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე შეჯერდება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 538
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები