ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
პრეზენტაცია
31 მაისი 2023
 

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნატალია ზოიძე და საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი როსტომ ხალვაში, მერის მოადგილესთან ლელა სურმანიძესთან ერთად სასტუმრო ჰილტონში პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ.
პროექტის პრეზენტაცია „არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა“ World Vision საქართველომ გამართა, რომლის მიზანია COVID-19-ით დაზარალებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემების გაძლიერება საქართველოში.
პროექტი მოიცავს საქართველოს 5 რეგიონს და ხორციელდება World Vision საქართველოს მიერ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 464
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები