ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ვიზიტი პოლონეთის ქალაქ ვროცლავში
30 მაისი 2023
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი თავდგირიძე ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის ქალაქ ვროცლავში იმყოფებიან.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საკრებულოს თავმჯდომარეს შეხვედრები ჰქონდა ვროცლავის მუნციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს თავჯდომარესთან სერგიუს კმიეჩიკთან და წევრებთან, ვროცლავის მერის მოადგილესთან იაკუბ მაზურთან და მერის სრულუფლებიან წარმომადგენელთან საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში კარლ ფშივარასთან.
ასევე, დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები ვროცლავში საქართველოს საკონსულოში, საპატიო კონსულთან ვოიცეხ ვრაბელთან.
ვროცლავში ოფიცილური ვიზიტის მიზანი ორ ქალაქს შორის ორმხრივი ურთიერთობების ჩამოყალიბება და ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობაა. როგორც ცნობილია, ბათუმი 2019 წლიდან ვროცლავთან დამეგობრებული ქალაქია. ამ ხნის განმავლობაში ორ ქალაქს შორის არაერთი ერთობლივი პროექტი განხორციელდა განათლების, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში.
საკრებულოს წევრების ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში 3 ივნისს დასრულდება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 594
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები