ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
,,ბათუმობა-2023"
29 აპრილი 2023
 
,,ბათუმობა-2023"-ის სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმს დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლები ესტუმრნენ. ბათუმის სტუმრებისთვის სასტუმრო ,,ჰილტონში" ,,ბათუმობა 2023“-ის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ბათუმსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ სიანიანს შორის დამეგობრების მემორანდუმს მოეწერა ხელი. დოკუმენტი ითვალისწინებს ორ ქალაქს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაუმჯობესებასა და ტურიზმისა და სხვადასხვა სფეროს განვითარებას.
ღონისძიების ბოლოს დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლებმა და ბათუმის მერმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს. „ბათუმობა 2023“-ის ფარგლებში, ბათუმს 12 ქალაქის დელეგაცია ეწვია.
 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 173
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები