ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა
27 აპრილი 2023
 

დღეს საკრებულოში ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა, 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილეს და 2023 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის მიმართულებით შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.
პროექტის მიხედვით, იზრდება გარკვეულ ქვეპროგრამათა დაფინანსება ბენეფიციართა მომართვიანობის გათვალისწინებით. კერძოდ, მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მქონე პირთა მედიკამენტებითა და საკვები დანამატების კომპენსაციით უზრუნველყოფა,
მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება , ქალაქ ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურების განვითარება, მონაწილეობითი ბიუჯეტით შერჩეული პროექტების დაფინანსება.
კომისიის წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს მორიგ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.
ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა 28აპრილს , 11:00 საათზე გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 703
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები