ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა
29 მარტი 2023
 

ბათუმის საკრებულოში ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე ერთ–ერთ საკითხად განიხილეს საკრებულოს განკარგულების პროექტი, რომელიც განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გაზრდას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტის მიხედვით, საუბარია შპს „ბათმშენის“ (ს/კ 445404517) წინადადებაზე, ქ. ბათუმში ნ. ფიროსმანის ქ. N15-ში მდებარე კომპანიის საკუთრებაში არსებულ თავისუფალ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 05.24.08.107) განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი დადგენილი 4,6-დან გაიზარდოს 12,0-მდე იმ პირობით, რომ გათვალისწინებული ღონისძიების შედეგად შენობა-ნაგებობის გაზრდილი ფართობის არანაკლებ 10%-ისა (დაახლოებით 3 500 კვ.მეტრი), სასარგებლო ფართობის სახით, დარეგისტრირდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და გამოყენებული იქნება სოციალური მიზნით, ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლებისთვის.
 დღესვე, კომისიის წევრებმა იმსჯელეს საკრებულოს განკარგულების პროექტზე, რომელიც ქ. ბათუმში მდებარე გარკვეულ მიწის ნაკვეთებზე (05.32.03.215; N05.32.16.239; N05.32.03.101; N05.32.16.227; N05.32.16.228; N05.32.16.230; N05.32.16.242) განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცებას ითვალისწინებს. პროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს, ინიციატორის მიერ დასახელებული ტერიტორიების განვითარება, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა, ტერიტორიის განახლება და მიწის ნაკვეთების განვითარება, მათი გამოყენებისა და განაშენიანების კონკრეტული რეგულირება და ტერიტორიის ფუნქციურ მდგრად ერთეულად ჩამოყალიბება.
სხდომას ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე მინდია გოგუაძე უძღვებოდა.
საკრებულოს მორიგი სხდომა ხვალ, 30 მარტს, 11 საათზე გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 859
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები